Registrators.ge
დომენის რეგისტრატორთა გაერთიანება
Registrators.ge არის .GE დომენის აკრედიტებული რეგისტრატორების ერთადერთი გაერთიანება საქართველოში, 2020 წლიდან.
Registrators.ge – გაერთიანების მისიაა გახდეს .GE დომენის ყველა რეგისტრატორის ხმა, წარმომადგენელი და ადვოკატი, ადმინისტრატორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. stakeholders) ურთიერთობაში. გაერთიანების წევრები წარმოდგენილია ISOC Georgia-სთან არსებულ .GE დომენის საკონსულტაციო საბჭოსა და .GE დომენის SIG-ჯგუფში.
.GE დომენის რეგისტრატორთა გაერთიანება მხარს უჭერს .GE დომენის, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი ციფრული აქტივის განვითარებას. გაერთიანების წევრ რეგისტრატორებს სწამთ, რომ .GE დომენის რეგისტრაცია უნდა იყოს წარმატებული და მზარდი ბიზნესი, რომლისთვისაც მომხმარებლის კმაყოფილება და გრძელვადიანი მომსახურება უმთავრესი პრიორიტეტია.
რა არის Registrators.ge?
Registrators.ge არის .GE დომენის აკრედიტებული რეგისტრატორების მიერ შექმნილი არამომგებიანი (non-profit) გაერთიანება.
ვისთვის შეიქმნა Registrators.ge?
.GE დომენის ყველა აკრედიტებული რეგისტრატორისთვის, რომელიც მხარს უჭერს .GE დომენის განვითარებას.
რა მიზანი აქვს გაერთიანებას?
.GE დომენის რეგისტრატორთა გაერთიანება მუშაობს კავკასუს ონლაინთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა დაიცვას რეგისტრატორთა ინტერესები .GE დომენის განვითარების პროცესში.
გაქვთ .GE დომენი?
Registrators.ge აერთიანებს როგორც უმსხვილეს, ისე მცირე ზომის რეგისტრატორ კომპანიებს. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი, ანუ .GE დომენის მომხმარებლების კმაყოფილება და საჭიროებების გათვალისწინება. გაერთიანება აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან აღნიშნული საჭიროებების გამოსავლენად, სხვადასხვა ფორმატში (რაზეც მზადდება ცალკე გვერდი).
გაერთიანების ეთიკის კოდექსი
Registrators.ge გაერთიანებაში შემავალი .GE დომენის აკრედიტებული რეგისტრატორების მიერ შემუშავებული და მიღებულ იქნა ეთიკის კოდექსი, რომელიც სავალდებულია ყველა წევრი რეგისტრატორისთვის.